ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
3 და 8 მარტი ის თარიღებია, როდესაც საყვარელი ქალბატონები საჩუქრებით უნდა გავანებივროთ, მაგრამ ხშირად მათი შერჩევა, არც ისე, მარტივია. მამაკაცები, საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ საუკეთესო ვარიანტის მოსაფიქრებლად და შემდეგ შესარჩევად. სწორედ ამიტომ HUAWEI-მ გადაწყვიტა, მამაკაცებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს და საყვარელი ქალბატონებისთვის საჩუქრად, გემოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, საუკეთესო სმარტფონებს სთავაზობს, რაც მთავარია - საუკეთესო ფასად.
HUAWEI-ს საგაზაფხულო შეთავაზების ფარგლებში კომპანია შესაძლებლობას გაძლევთ სასურველი სმარტფონები სპეციალური ფასის გარდა, სპეციალურ საჩუქართან ერთადაც შეიძინოთ. მომხმარებლები შერჩეული მოდელის შესაბამის ვაუჩერსაც მიიღებენ.
„მნიშნელოვანია რომ შეთავაზება ვრცელდება, როგორც წამყვან ფლაგმანურ მოდელებზე, როგორიც არის მაგალითად, P30 Pro და P30, ასევე, ბიუჯეტურ მოდელებზეც - Nova 5T, P smart Z და ა.შ. აქციია ასევე ეხება განახლებულ P30 lite-საც და ახალ ბიუჯეტურ მოდელს - HUAWEI Y9s-საც. იქიდან გამომდინარე, რომ მრავალფეროვანი არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად მივიდეს გადაწყვეტილებმადე, ჩვენი შეთავაზებაც საკამოდ ბევრ მოდელს მოიცავს და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მორგებულია მომხმარებელთა ინტერესებზე, რაც გულისხმობს დროის, ენერგიის და ფინანურსი რესურსების დაზოგვას, სასურველი სმარტფონის შეძენის პარალელურად. განმარტავენ კომპანია HUAWEI-ს მარკეტინგის სამსახურში.
განახლებული HUAWEI P30 lite დახვეწილი დიზაინისა და კამერის განსაკუთრებული მახასიათებლებით გამოირჩევა. ახალი P30 lite-ი უკვე, ღია ცისფერიდან ნაზ იასამნისფერში გარდამავალი დიზაინითაა წარმოდგენილი და ერთგვარი ინოვაციაა ბიუჯეტური სმარტფონების ინდუსტრიაში. ამასთან ერთად გაანხლებული P30 lite ღამის სელფის რეჟიმითაც არის აღჭურვილი და თამამდ შეიძლება თვქას, რომ 32 MP-იანი წინა კამერითა და 48MP-იანი ძირითადი კამერით, ახალი P30 lite თავის საფასო კატეგორიაში, ერთ-ერთ უკონკურენტო სმარტფონია. რაც შეეხება HUAWEI-ს კიდევ ერთ ახალ მოდელს, Y9s-ს - შეიძლება ითქვას რომ ეს სმარტფონი, ახალგაზრდა თაობის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით შეიქმნა. დახვეწილი დიზაინი, გამძლე ელემნტი, სწრაფი და ძლიერი პროცესორი, დიდი მეხსიერება, სამმაგი კამერა და ულტრა ფართო ეკრანი, ჩარჩოს გარეშე- ყველაფერი ის რაც აქტიური და ამავდროულად საქმიანი ახალგაზრდებისთვის სმარტფონის შერჩევის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, სწორედ HAUWEI Y9s-შია თავმოყრილი.
შეგახსენებთ, რომ HUAWEI-ს საგაზაფხულო შეთავაზებები კომპანიის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში 13 თებერვალს დაიწყო და 10 მარტამდე გაგრძელდება.
HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები