ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
გარემოს ეროვნული სააგენტო 11 თებერვლიდან საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას იუწყება, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი მკვეთრად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დიდთოვლობა.
ვინაიდან ტემპერატურა ქვემოთ იწევს, განსაკუთრებულად მნიშვენელოვანია ავტომობილის აკუმულატორზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი Varta-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის აკუმულატორებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს.
ამასთანავე Varta-ს აკუმულატორებზე ვრცელდება უსასრულო გარანტია, რაც ნიშნავს, რომ თუ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი აკუმულატორი დაზიანდა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ. თეგეტა მოტორსი 2000 წლიდან არის Varta-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. Varta მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია თავის სეგმენტში.
მეტი კომფორტისთვის, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს "თეგეტა კომფორტის“ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. ამ სერვისის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის და დაქოქვის მომსახურებით - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას, მონტაჟს და დაქოქვის მომსახურებას. მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ თეგეტას ცხელ ხაზზე 226 44 44 ან ეწვიეთ ვებ გვერდს tegetamotors.ge.
აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. მისი მთავარი ამოცანა ძრავის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაა, თუმცა ავტომობილის განვითარებასთან ერთად აკუმულატორის ფუნქცია-მოვალეობები გამუდმებით იზრდება. აკუმულატორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ავტომობილის გულს. სწორედ აკუმულატორი აწვდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელექტრო ენერგიას სხვადასხვა მოწყობილობებს, რომლებიც მძღოლისა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე არის პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი, სწორედ აკუმულატორის გაუმართაობაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკუმულატორის გამართულად მუშაობაზე ზრუნვის აუცილებლობას, ამასთანავე აუცილებელია პერიოდულად შევამოწმოთ აკუმულატორის შესაძლებლობები - სასიცოცხლო ლიმიტი, ვიდრე უშუალოდ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები