ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
ართროზი
ართროზი სახსრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იგი სახსარშიგა ხრტილის ნაადრევ გაცვეთას წარმოადგენს და ნივთიერებათა ცვლით არის გამოწვეული. ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ვლინდება, ან ტრავმის შემდეგ ვითარდება.
მისი გამომწვევი მიზეზი სახსრის ზედაპირის ხრტილოვანი ნაწილის დაზიანებაა. იგი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის, გენეტიკური, ბიოქიმიური, გარემოფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მაღალია ხანდაზმულებში,ქალებში, ჭარბი წონის მქონე პირებში, მემკვიდრული განწყობისას, ანამნეზში სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის მქონე პირებში. დაავადების სიხშირე მკვეთრად იზრდება ასაკთან ერთად. იგი სახსრის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია.
ოსტეოართრიტის ძირითადი კლინიკური ნიშანია ტკივილი და სახსრის დეფორმაცია. დაავადების დასაწყისში ტკივილი შესაძლებელია არ ვლინდებოდეს, ან ვლინდებოდეს პერიოდულად, ხანმოკლედ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, თუმცა დაავადების პროგრესირებისას ტკივილის ინტენსივობა იზრდება მცირე ფიზიკური დატვირთვის ფონზეც. შესაძლებელია მას თან ახლდეს დაზიანებული სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, კრეპიტაცია,სახსრის ფუნქციის მოშლა, სახსრის ირგვლივ კუნთების დაზიანება. ძირითადად ზიანდება მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის, კოჭ-წვივის სახსრები. თუმცა შესაძლებელია დაზიანდეს (განსაკუთრებით ქალებში) წვრილი სახსრებიც, წარმოიქმნას ე.წ. ჰებერდენისა (დისტალური ფალანგთაშორისი სახსარი) და ბუშარდის (პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსარი) კვანძები. ოსტეოართრიტი შესაძლებელია განვითარდეს პირველადად ან მეორადად სახსრის ანთებითი (მაგ: რევმატოიდული ართრიტის) და არაანთებითი (მარფანი) დაავადების ფონზე.თ
ართრიტი
ართრიტი ანთებითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც მიმდინარეობს მთელს ორგანიზმში და რომლის ძირითადი გამოვლინება არის სახსრების ანთება. ხანგრძლივი მიმდინარეობისას ანთებითმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს სახსრების ზედაპირები (ძვლების ეპიფიზები, სახსრის კაფსულა, ხრტილი) და სახსრისპირა ქსოვილები (მყესები, გადაბმის ადგილები).
მისი ძირითადი სახეობები : რევმატოიდული ართრიტი – მაპროვოცირებელია სტაფილოკოკის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს სახსრებში ტკივილი და შესიება. სახსრების პარალელურად შეიძლება დაზიანდეს კანი, თირკმელები, ღვიძლი და გული;
პოდაგრული ართრიტი – წამოიქმენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ხასიათდება სახსრებში შარდმჟავას მარილების დაგროვებით;
ინფექციური ართრიტი – ჩვეულებრივ გამოწვეულია საყლაპავის ინფექციებით (მუცლის ტიფი, სალმონელეზი, დიზენტერია);
ჰონორეული ართრიტი – ხასიათდება სახსრებში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვებით.
თუ დაზიანებულია ერთი სახსარი, საუბარია მონოართრიტზე, ორი-სამის შემთხვევაში - ოპიგოართრიტზე, უფრო მეტის - პოლიართრიტზე.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა სახსრის შიდა სინოვიალური გარსის ანთებითი ცვლილებებისას, სადაც ხშირად დაგროვებას იწყებს ანთებითი სითხე (ექსუდატი).
სახსრების დამაზიანებელი ართრიტის წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· იმუნური სისტემის დაქვეითება;
· ინფექციები;
· ალერგიული რეაქციები;
· ნაკლებად მოძრაობა;
· გადაციება;
· გენეტიკური მიდრეკილება.
ართრიტის სიმპტომები
ართრიტის დამახასიათებელი სიმპრომებია:
· კიდურების მცირე სახსრების სიმეტრიული დაზიანება, მოგვიანებით ვითარდება იდაყვების, ტერფების, მსხვილი სახსრების დაზიანება;
· მშვიდად ყოფნისას, ღამით ან დილის პერიოდში ტკივილების გაძლიერება;
· დილაობით სახსრების შებოჭილობის შეგრძნება;
· სახსრების შეშუპება, დასიება;
· კუნთების პერიოდული ათროპია.
საშიშროება - თუ არ იქნება ჩატარებული დროული მკურნალობა, შესაძლოა მივიღოთ შემდეგი გართულებები:
· სახსრების დეფორმაცია, მოშლა;
· ნერვული დაბოლოებების, არტერიის შეკუმშვა;
· მეორადი ამილოიდოზი;
· ათეროსკლეროზი;
· ოსტეოპოროზი.
კონსულტაციისთვის ჩაწერა ხდება წინასწარ , ტელ: 595 26 32 17 / 0322 06 09 91
მის: ლვოვის ქუჩა N 95
FB: Lela Gejadze
INS: kavtasi Clinic
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები