ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისი ლიზინგმა ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგან (FMO) 10 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. თიბისი ლიზინგი აღნიშნულ რესურსს გამოიყენებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დასაფინანსებლად.
თანამშრომლობის მიზანია, აქტივების პირდაპირ დაფინანსების გზით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ლიზინგზე, როგორც ფინანსირების ალტერნატიულ საშუალებაზე წვდომის გაზრდა. ასევე, რესურსის 30% მიმართული იქნება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროექტების დასაფინანსებლად.
„2019 წელი ზოგადად სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს - სექტორი 32 % -ით გაიზარდა.
თიბისი ლიზინგი, ბაზარზე ისევ უპირობო ლიდერად რჩება. წლის ჯამურმა დაბანდებამ 81 მილიონი დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 % -ით გაიზარდა.
2020 წელიც ასეთივე წარმატებით დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, მორიგი ინვესტიცია მოვიზიდეთ ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისგან. ბოლო სამი წლის მანძილზე, თიბისი ლიზინგმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან 100 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის სახსრები მოიზიდა. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობას, რაც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს საგრძნობლად გააუმჯობესებს,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.
"მრავალი წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა ყველას დაგვანახა, რომ ის წამყვანი და სანდო მხარდამჭერია მცირე და საშუალო ბიზნესისა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს. ეს გარიგება თიბისი ბანკის შვილობილ კომპანიასთან, თიბისი ლიზინგთან თანხვედრაშია FMO-ს ამბიციურ მიზნებთან განახორციელოს ენერგო ეფექტური ტრანზაქციები. ამ სესხით ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაძლიეროთ თიბისი ლიზინგი და მხარი დავუჭიროთ მას, გახდეს წამყვანი სალიზინგო კომპანია მწვანე პროექტების დაფინანსების კუთხით,“ - განაცხადა FMO-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ვან მიერლომ.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ჰოლანდიის უმსხვილესი განვითარების ბანკია, რომლის აქციონერებსაც ნიდერლანდების სახელმწიფო და სხვა ჰოლანდიური კომერციული ბანკები წარმოადგენენ. ორგანიზაცია 1970 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. ამჟამად კონიის პორტფელის მოცულობა 10 მილიარდ ევრომდეა და ორგანიზაციაში დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი.
თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია, ხოლო კომპანიის მთლიანი პორტფელი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისი ლიზინგი აფინანსებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, HoReCa და სხვა. კომპანიის საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყანის მასშტაბით, სადაც ის წარმოდგენილია 5 ფილიალით და 120 თანამშრომლით.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები