1 8 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარიანა ჩოლოიანს შესაძლოა პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ - 2020 წლის არჩევნების შემდეგ კი, შსს-ს ორგანოშიც აღადგინონ

მარიანა ჩოლოიანს  შესაძლოა პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ - ამის შესახებ ვრცელ  სტატიას ანალიტიკური პორტალი „პრესა.ჯი“  ავრცელებს.

როგორც სტატიაში ნათქვამი, ბრალდების მხარე განსასჯელისაგან ბრალის ნაწილობრივ აღიარებას ითხოვს.

პრესა. ჯი  პროკურატურის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაწილში უნდა აღიაროს ბრალი ლუკა სირაძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისათვის დაპატიმრებულმა პოლიციელმა. 

სანაცვლოდ კი, ხელისუფლება, პროკურატურის სახით,  მარიანა ჩოლოიანს ჰპირდება რომ პატიმრობას გირაოთი შეუცვლის. 

შეთავაზების მიხედვით, ბრალდება ერთწლიან პირობით სასჯელს მოითხოვს, ხოლო გარკვეული დროის, უფრო ზუსტად კი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩოლოიანს შსს-ს ორგანოებშიც აღადგენენ.

აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურაში ოფიციალურად არ ადასტურებენ. 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.   გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები