1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება „საიდუმლო სანტას” საჩუქარზე მოხდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო დაზიანება თვალის არეში"

მანდატურის სასმახური 77-ე სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მოზარდებს შორის შელაპარაკება “სეკრეტ სანტას” საჩუქართან დაკავშირებით დაიწყო, რის შედეგადაც ერთ-ერთ მათგანს თვალი დაუზიანდა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ თბილისის N77 სკოლაში მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე 2 ბიჭს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება „საიდუმლო სანტას” საჩუქართან დაკავშირებით. შესვენებაზე, სკოლის საპირფარეშოში, შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო დაზიანება თვალის არეში.

უსაფრთხოების წესის თანახმად, სასკოლო საპირფარეშოებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟებული არ არის. როგორც კი მანდატურისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა, ის მყისიერად მივიდა შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტი შეაჩერა.

ფაქტის შესახებ მანდატურმა აცნობა სკოლის დირექციას და მოსწავლეთა მშობლებს.

დაზარალებულ მოსწავლეს, რომელსაც აღენიშნებოდა სილურჯე თვალის არეში, პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლის ექიმმა აღმოუჩინა.

კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებს ჩაუტარდათ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რა დროსაც რაიმე სახის აკრძალული ნივთი აღმოჩენილი არ იქნა.

ვინაიდან კონფლიქტის დროს მოსწავლეს მიღებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, მანდატურმა, უსაფრთხოების წესის თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.

დაზარალებული მოსწავლე, რომელსაც დაზიანება თვალის არეში აღენიშნებოდა, დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ის ამჟამად უკვე შინ იმყოფება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები