2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ისტორია ფრანგული მოდის წარმატებული დიზაინერისა, რომელმაც მთელი ცხოვრება, სმასა და დეპრესიაში გაატარა

ის, რომ ცნობილი ფრანგი მოდის დიზაინერი, ივსენ ლორანი ალკოჰოლ-დამოკიდებული იყო, არც თუ ისე ბევრისთვის არის ცნობილი,  არც ის იყო დასამალი, რომ მიუხედავად მისი წარმატებული კარიერისა, დიზაინერმა ცხოვრების ნახევარი დეპრესიასა და ნერვულ აშლილობაში გაატარა.

ივ ჰენრი დონა მათეუ   ალჟირში დაიბადა.  1950 წელს კი, პარიზში ჩასვლისთანავე, ივმა მოიპოვა ჯილდო ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსზე. სწორედ აქ შეამჩნია ლორანი   Christian Dior- მა  და სამუშაო შესთავაზა,  თუმცა ის, ჯერ კიდევ ოცი წლისაც არ იყო. დადიოდა ჭორები, რომ დიორმა, მომავალში უკვე ცნობილი დიზაინერი, არა შემთხვევითობით, არამედ პირადი ნაცნობობის გამო აიყვანა სამუშაოდ.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დიორის მოულოდნელმა გარდაცვალებამ,  კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი დიზაინერის წარმატებას. სენ-ლორანი 21 წლის ასაკში,  მოდის სახლის ხელმძღვანელი გახდა .

1960 წელს, სენ-ლორანი ჯარში გაიწვიეს და წელიწადნახევარი, აღნიშნულ საქმიანობას ჩამოშორებული იყო. სწორედ ამის შემდეგ, გახსნა  საკუთარი მოდის სახლი  - YSL

 უნისექსის სტილი, საფარის სტილი, ჰიპის სტილი, ეთნიკური მოტივები - ეს ყველაფერი სწორედ  მისი წყალობით გამოჩნდა და დამკვიდრდა მოდის ინდუსტრიაში.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ლორანს ალკოჰოლზე უარი არასდროს უთქვამს, თითქმის ყველა ფოტოზე მას ხელში ალკოჰოლური სასმელი უჭირავს. ის დღეში, 150 ღერ სიგარეტს ეწეოდა.

60-იან წლებში ჰქონდა მცდელობა, თავი დაენებებინა დალევისთვის. ამის სანაცვლოდ, დღეში 25 ბოთლ კოკა-კოლას ღებულობდა, რამაც უარეს დეპრესიაში ჩააგდო  - წონაში მატება და შემოქმედებითი კრიზისი. სწორედ ამის გამო, კვლავ ალკოჰოლს მიეძალა და იმდენად ბევრს სვამდა, რომ ჩვენებებზე მოდელებს ხელით გაჰყავდათ ხოლმე.

2008 წლის 1 ივნისს კი,  ივ სენ-ლორანი, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები