1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა 9 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, Proparco-მ ქვეყნის უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, თიბისი ლიზინგს, 9 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო. აღნიშნულ რესურსს თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც საქართველოს განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება. ამის გარდა, აღნიშნული რესურსი დაეხმარება პირდაპირ ან არაპირდაპირ დაახლოებით 3500-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ან შენარჩუნებას.

„Proparco-ს მიზანს განვითარებად ქვეყნებში და მზარდ ეკონომიკებში კერძო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს.  თიბისი ლიზინგის გამოცდილება კი მცირე და საშუალო სექტორის ფინანსური საჭიროებების ცოდნის კუთხით, მას იდეალურ პარტნიორად აქცევს, რითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავზარდოთ ჩვენი დადებითი გავლენა ქვეყანის ეკონომიკაზე.“ - განაცხადა ჟან-გაბრიელ დაიერმა, Proparco-ს რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.  

”ამ გარიგებით თიბისი ლიზინგი ფინანსური განვითარების ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. Proparco ჩვენთვის არის გამორჩეული პარტნიორი, რომელთან ერთადაც მიზნად ვისახავთ დაფინანსების მოქნილი  პირობების შეთავაზებით ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.” - განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

თიბისი ლიზინგის შესახებ

თიბისი ლიზინგი თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია, ხოლო კომპანიის მთლიანი პორტფელი 300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისი ლიზინგი აფინანსებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, HoReCa და სხვა. კომპანიის საქმიანობა ვრცელდება მთელი ქვეყანის მასშტაბით, სადაც ის წარმოდგენილია 5 ფილიალით და 120 თანამშრომლით.

 

Proparco - ს შესახებ

Proparco საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (Agence Française de Dévelpement ) შვილობილი კომპანიაა. Proparco კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით უკვე 40 წელზე მეტია მუშაობს და მისი მიზანი მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების ხელშეწყობაა. Proparco მონაწილეობს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწე მეწარმეების და ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებაში და მისი საქმიანობა ფოკუსირებულია ისე სექტორებზე როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ფინანსური სერვისები, ჯანდაცვა, განათლება. Proparco-ს საქმიანობა მიზნად ისახავს გაზარდოს კერძო სექტორის მიერ შეტანილი წვლილი მდგრადი განვითარების ამოცანების (SDG) მიღწევაში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2015 წლიდან.  Proparco აფინანსებს ისეთ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ღირსეული შემოსავლის მიღებას, აუცილებელი და ძირითადი მომსახურებების მიწოდებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...