1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

არჩილ თაბაგარი: „მიმაჩნია რომ იმ სამართლებრივ აბსურდს, რაშიც ვიმყოფებით დღეს, სააპელაციო სასამართლო 29 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს“

„ღვინის ქარხანა #1“ -ის სასამართლო დავაში წარმოდგენილი სარჩელი ფალსიფიკაციაა

 „ღვინის ქარხანა#1-ი“ საქმეში სარჩელი ტყუილს ეფუძნება, ეს სამართლებრივი აბსურდია!“ - ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა საქართველოს სააპელაციო სასამართლოში „ღვინის ქარხანა #1-ის“ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ  განაცხადა.

არჩილ თაბაგარი დარწმუნებულია, რომ  ახალი მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც სასამართლომ მიმდინარე პროცესს ოფიციალურად დაურთო, 29 ოქტომბერს საქმე  მათ სასარგებლოდ დასრულდება და გამარჯვება გარდაუვალია. ამასთან, თაბაგარი იმედს გამოთქვამს რომ  სიცრუეზე აგებული სარჩელი დარჩება დაუკმაყოფილებელი, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლო დავაში წარმოდგენილი სარჩელი ფალსიფიკაციაა.

„დღეს სასამართო სხოდმაზე ჩვენ გამოვიკვლიეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ნათლად ადასტურებს რომ სარჩელი აგებულია სრულ სიცრუეზე. სარჩელი წარმოადგენს ფაბრიკაციას. არანაირი ქონების მართლსაწინააღმდეგო გასხვისებას არ ჰქონია ადგილი! 2004 წელს, მოდავე კომპანიამ სრულიად მართლზომიერად გაასხვისა ქონება. 2015 მათ აღძვრეს სარჩელი. ნათლად წარმოვაჩინეთ ტყუილი, რასაც ეფუძნება მათი სარჩელი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია რომ იმ სამართლებრივ აბსურდს,  რაშიც ვიმყოფებით დღეს, სააპელაციო სასამართლო დაუსვამს წერტილს. 29 ოქტომბერს მე მოველი რომ  სასამართლო კეთილსინდისიერი შემძენის უფლებებს დაიცავს,“ -ამბობს არჩილ თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ  “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”.

 მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...