1 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

რუსი ჰაკერის საქართველოდან ექსტრადიცია განხორციელდა

რუსი ჰაკერის საქართველოდან ექსტრადიცია განხორციელდა. იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს ლარსისი გამშვებ პუნქტზე, რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

გასული წლის ნოემბერში საქართველოში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის გადაცემას რუსეთის ფედერაცია რამდენიმე თვეა მოითხოვს. პირველ მაისს ჰაკერის ექსტრადირება დასაშვებად ჯერ საქალაქო სასამართლომ ცნო, გასაჩივრების შემდეგ კი იგივე გადაწყვეტილება თვის ბოლოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა. 

იაროსლავ სუმბაევი, რომელიც რუსეთში უძლიერესი IT სპეციალისტების სამეულში ჰყავთ შეყვანილი, არაერთ თაღლითურ დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის არის დიდი ოდენობით ფულის მითვისება რკინიგზის გაყიდული ბილეთებიდან, ასევე თანხების მოხსნა ბანკომატებიდან.

ჰაკერის მიმართ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ინტერესი განსაკუთრებით 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა. სუმბაევი ეჭვმიტანილია რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობის ორგანიზებაში, რომელიც სწორედ სუმბაევის საქმეს იძიებდა. ჰაკერი, რომელიც მკვლელობის დროს საქართველოში იმყოფებოდა დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები