1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

28 სექტემბერს მთაწმინდის პარკი საბავშვო ფესტივალს უმასპინძლებს

28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, უკვე მეორედ, თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან.

ფესტივალის აქტივობები განაწილებული იქნება შემდეგ ზონებში:


• სპორტის ზონა - სპორტული აკადემიები, სპორტსკოლები, სპორტული წრეები;

• განათლების ზონა - კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;

• ჯანმრთელობის ზონა - ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, ფსიქოლოგები

• გართობის ზონა - გასართობი ცენტრები, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები

• საბავშვო სტარტაპების ზონა - საბავშვო მიმართულებით მომუშავე სტარტაპები


ფესტივალის სტუმარ მშობლებსა და ბავშვებს საკუთარი ზონით დახვდება თიბისიც. მშობლებს შვილებისთვის მოსწავლის #1 ბარათის აღება უფასოდ შეეძლებათ.  ბარათს აქვს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილებში. #1 ბარათის მისაღებად მშობლის პირადობა და ბავშვის დაბადების მოწმობაა საჭირო. პატარა მომხმარებლები, რომლებიც ბარათს აიღებენ, დავით კაკაბაძის თემატიკის საჩუქრებასაც მიიღებენ: ბლოკნოტებს, ფანქრებს, ცხრილებს, სანიშნეებსა და სტიკერებს.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. შესაბამისად, სტუმრებს საბავშვო წიგნების შეძენის ექნებათ.

მხოლოდ ამ დღეს მთაწმინდის პარკისგან გელით საჩუქარი - ულიმიტოდ საბავშვო ატრაქციონების ზონით სარგებლობა 17 ლარად.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, წარმდგენი კი თიბისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...