1 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ამიტომაც გიყვარდით ერთგულად, მთელი 10 წელი, თქვენ გადამატანინეთ ყველა კრიზისი რის გამოც სულ მეყვარებით"

ნანუკა ჟორჟოლიანი: მახსოვს, როცა თავის დროზე ვთქვი რომ ნანუკას შოუს ჟანრის გადაცემის გაკეთება მინდოდა, ყველა სკეპტიკურად მიყურებდა. ნაომარ ჟურნალისტს არჩევანს მიწუნებდნენ.

ისეთი სტარტი გვქონდა ყველა მიხვდა, რომ მართალია არა უნაკლო, მაგრამ ქართულ სატელევიზიო ბადეში გამოჩნდა გადაცემა, რომელიც სხვებს ნამდვილად არ გავდა. (ქართულს)

ეს გადაცემა იყო ადამიანებზე. მათ ტკივილებზე და ბედნიერებაზე. მათ წარმატებაზე. ეს გადაცემა გიყვებოდათ ამბებს.

არასოდეს გეპრანჭებოდით. ვიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში. ჩემი შეცდომებით. არასოდეს გიმტკიცებდით რომ უნაკლო ვარ. არასოდეს გატყუებდით. ამიტომაც მპატიოდით შეცდომებს.

ამ გადაცემამ უამრავ ადამიანს ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი ახალგაზრდებს კი სწავლის საშუალება მისცა. ბევრი გაახარა და გადაარჩინა. ამიტომაც გიყვარდით ერთგულად, მთელი 10 წელი.

ჰოდა მადლობა ამ სიყვარულისთვის. იცოდეთ რომ დროებით მოგვიწევს განშორება რადგან ქიბარ ხალვაშმა და პაატა სალიამ მიიღეს გადაწყვეტილება მე, რ2-ზე, აღარ ვიმუშაო.

ხანდახან აუცილებელია რაღაც დამთავრდეს. სხვანაირად ვერ დაიწყება ახალი ეტაპი და ძალიან მალე, შეგხვდებით მთავარ არხზე. მთავარია მანამდე არ მოიწყინოთ.

თქვენ გადამატანინეთ ყველა კრიზისი რის გამოც სულ მეყვარებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები