0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკი სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

თიბისი ბანკი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ახალ ფინანსურ პროდუქტს -  სესხს სტარტაპ რესტორნისთვის სთავაზობს.

„სტარტაპ-რესტორანი“ სპეციალურად სტარტაპერებზე მორგებული სესხია, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები  შეძლებენ სარესტორნე ბიზნესის წამოწყებას და განვითარებას. პროდუქტი განკუთვნილია რესტორნის სრულად   ფუნქციონირების დასაფინანსებლად, მათ შორის,  მიწის,  შენობის ან ავეჯის და ინვენტარის შეძენის, შენობის მშენებლობა/რემონტისთვის, ასევე, საერთაშორისო ბრენდის ე.წ. "ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების ან რესტორანთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. 

”სტარტაპ-რესტორნით“ სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ისე იურიდიული პირებისა და მიკრო ბიზნესების წარმომადგენელებისთვის. ბიზნესი 2 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს. 

პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, დაინტერესებულ პირს სარესტორნე ან მონათესავე დარგში (სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და საზოგადოებრივი კვების სხვა ტიპის ობიექტი)   მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს ან დაქირავებული ჰყავდეს  შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი ან გუნდი. 

„სტარტაპ რესტორნის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტარტაპერის ვებ-გვერდზე:https://st.artuperi.ge/ka/pages/startap-restorani . 

„სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.startuperi.ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...