2 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს

ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც  საინფორმაციო პორტალი იუწყება, აქციას კოორდინირებას მოსკოვის მერია უწევს და აღნიშნულს შსს-შიც ადასტურებენ.

დემონსტრანტები ამერიკის ელჩს  და მთავრობას რუსული ავტომწარმოებელი კომპანიის GAZ -ის  წინააღმდეგ  დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებენ.

აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ჯონ ხანტსმანი აცხადებს, რომ მომიტინგეებს აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ და ეს არის ამერიკელების  ერთ-ერთი  და მთავრი ღირებულებაც.

აქცია აშშ-ის საელჩოსთან უკვე მეორედ ტარდება.  კომპანია GAZ -ის თანამშრომლების პირველი აქცია 10 ივნისს გაიმართა და მოთხოვნები მაშინაც იგივე იყო.

აღსანიშნავია, რომ "Financial Times"-ის ჟურნალისტი ჯერ კიდევ აპრილის თვეში ესაუბრა კომპანია GAZ -ის თანამშრომლებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი აღნიშნულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას არ აკისრებდნენ, ზოგიერთი თანამშრომელი იმასაც კი ეჭვობდა, რომ აშშ-ს აქვს მიზნად, რომ რუსული ავტომწარმოებელი კომპანიები შეასუსტოს და ბაზრიდან საერთოდ გააქროს

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები