0 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა, ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად..

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში იმ ქალბატონის გარდაცვალების შესახებ წერს, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა.

ბოდიშს ვიხდი, ძალიან მძიმე ამბავია!

გუშინ ნაპოვნი ნანა დეიდას გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დილას გარდაიცვალა. ქალი რამდენიმე წელი იწვა გაუნძრევლად, პასპორტის და ყველანაირი საბუთის გარეშე და ავადმყოფობით და შიმშილით გარდაიცვალა გესმით? შეუძლებელი გახდა მისი გადარჩენა! სპეციალური სამსახურის გამოძახება დაგვჭირდა რომ უბრალოდ მაცივარში ჩავასვენოთ. აირწინაღებით ვმუშაობთ სახლში, ისეთი საშინელება ხდება. ერთ დროს ცნობილი, გაზეთი "თბილისი"-ს ჟურნალისტი, ქალაქში ცნობილი ლამაზი ქალი - ნანა ნადირაძე რამდენიმე წელი უშუქოდ, უწყლოდ და ერთ კუთხეში მიწოლილი სიკვდილს ელოდებოდა. 
ნანა დეიდას დავკრძალავთ ისე, როგორც მას შეეფერებოდა, გავუკეთებთ ყველაფერს, თუკი რამეღაა შესაძლებელი, მაგრამ გული მერევა იმ ქვეყანაზე, სადაც ადამიანი შიმშილით კვდება ნაგავში. გული მერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ ამ ქალის სიკვდილს. გული მერევა ყველაზე ვინც პრემიებით სკდება და მის ქალაქში უპატრონობით კვდება ახალგაზრდა ქალი.
ეხლა ნანა დეიდას პროზექტურაში გადავასვენებთ, პანაშვიდსაც გადავუხდით და ღირსეულადაც გავასვენებთ მისი სახლიდან. დაკრძალვა იქნება ზეგ, ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვართ ბიჭები, ნანა დეიდას ჭირისუფლები. მოსვლა თუ გინდათ ვინმეს, ტელეფონზე დამირეკეთ, ინფოში მიწერია. ბოდიში, მეტი აღარაფერი შეგვიძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები