თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
19 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს. მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.
QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით: საჩუქრად მიიღებენ საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე, ნებისმიერი მიზნობრიობით). QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.
იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.
„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით. ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები