2 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

16 წლის გოგო 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგომ, რომელიც 7 თვის ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარი შვილი საწოლში გაგუდა.

"დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები