1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გიორგი კეპულაძე როსნეფტის საქართველოში შემოსვლაზე: მთავრობას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, ასეთი გადაწყვეტილებები დაბლოკოს

კომპანია „როსნეფტი“, რომლის დევიზია „რუსეთის სასარგებლოდ“, შესაძლოა ქართულ ბაზარზე ვიხილოთ. საქმე ისაა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქართული კომპანია „ვისოლი ჯგუფი“ და როსნეფტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შესაძლოა, კომპანია, რომლის 95% წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციაა, ქართულ ბაზარზე ვიხილოთ, რასაც საქართველოში საკმაოდ მწვავე შეფასება მოჰყვა.

კითხვას „რამდენად საფრთხის შემცველია „როსნეფტის“ გაძლიერება საქართველოში და  იქნება თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე პასუხობს და განმარტავს:

„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის ინფორმაცია. პირდაპირ პუტინის შექმნილი კომპანია ცდილობს, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ქსელის მქონე ბენზინგასამართი კომპანიის შეძენას თუმცა, ამ ქართული კომპანიის განცხადებაში ვერ დავინახე ვერც უარყოფა და ვერც დადასტურება,  მაგრამ, კომპანია არ უარყოფს რომ ისინი გეგმავენ. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ „როსტნეფტს“ უკვე აქვს საქართველოში თავისი ინტერესები. მისი ერთ-ერთი ქვეკომპანია უკვე ფლობს ქართულ ნავთობკომპანიას, შესაბამისად, უფრო გაძლიერდება რუსული კომპანია საქათველოში, რაც საფრთხეა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რადგან ენერგომატარებლები არის  სტრატეგიული მიმართულება. მითუმეტეს,  ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი და რუსეთის სახელმწიფო კომპანიის ზედმეტად ჩარევა ქართულ ეკონომიკაში, შესაძლოა, იყოს საფრთხე ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს კერძო კომპანია, თუ გეგმავს რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან გაერთიანებას და, ამავე დროს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტები, თუნდაც ოკუპაციის კანონიდან გამომდინარე. თუ დაინახავს მთავრობა, რომ ამ შეთანხმებით პრობლემა შეექმნება ქვეყნის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, მთავრობას უნდა ჰქონდეს ბერკეტი, მსგავსი გადაწყვეტილებები დაბლოკოს,“ - აცხადებს გიორგი კეპულაძე.  

მისი თქმით, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჰყავს მტრულად განწყობილი სახელმწიფო, მისი ზედმეტი ეკონომიკური ექსპანსია არის ჰიბრიდული ომის ნაწილი. კეპულაძე განმარტავს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს ეკონომიკურ გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში, არა ტანკებით, არამედ სწორედ ეკონომიკური მეთოდებით.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთში ეს ყველაფერი ერთი მმართველობის ქვეშაა. იქ არ არის განსხვავება კერძოსა და სახელმწიფოს შორის. ფაქტობრივად, კერძო კომპანიები, პირველ რიგში, მუშაობენ რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის. კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ და არ უნდა შევაძლებინოთ ოკუპანტ ქვეყანას, ჰიბრიდულ ომში ეკონომიკური ექსპანსია გამოიყენოს, როგორც ომის წარმოების ერთ-ერთი საშუალება“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...