1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდება

17-19 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, თბილისისხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TAF ჩატარდება.

გამოფენა დახურული ჩვენებით „ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში, 16 მაისს, 14:00 საათზე გაიხსნება. დანარჩენ მსურველებს კი დასწრება 17-19 მაისს, 12:00-20:00 საათებში შეეძლებათ.ოთხ დღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 გალერეასა და 38 დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია,ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იქნება გაყოფილი. მთავარი დარბაზი ადგილობრივ და საერთაშორისოგალერეებს უმასპინძლებს, ხოლო “სახელოსნოს” სპეციფიკური ფორმატი - The Hive  დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშეარსებულ ხელოვანებს მისცემს ნამუშევრების გამოფენის საშულებას.

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებსა და ბაღებს, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით მუზეუმებს, თეატრებსა და სახელოვნებო სივრცეებს მოიცავს. ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, შემდეგი პარალელური ღონისძიებები:

•       ოთხი ლაპარაკი - პავილიონი 6 - კურირებული ტური; 16 მაისი 15:00 სთ.
•       ტკივილის პალიტრა - პავილიონი 11 - კურირებული ტური; 16 მაისი 16:00 სთ
•       იყო ქალი - პავილიონი 3 - კურირებული ტური; 16 მაისი 17:00 სთ
•       მედეა: გამოსახულებები VS სიტყვა -  პავილიონი 4 - კურირებული ტური; 16 მაისი  18:00 სთ.
•       დავით კაკაბაძის ფონდი, არქივის გამოფენა - ორანჟერეა - კურირებული ტური; 16 მაისი 19:00 სთ.

ორანჟერეაში გამოფენილი დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდნეიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. 

•       სასტუმრო „ევროპა“: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი - თბილისის ღია სივრცე; 17 მაისი 17:00 სთ.
•       IN SITU/IN VIVO - აბრეშუმის მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 15:00 სთ
•       ჯეფ ქოუენი, 30 ნამუშევარი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 20:00 სთ.
•       კლარის ჰანი - კინოთეატრი ამირანი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი 16:00

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

TAF ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც კოლექციონერბეი, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს.

TAF-ზე თითოეულ დღეს დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, რომლის შეძენაც ადგილზე - „ექსპო ჯორჯიაში“, ასევე -  TKT.GE - ზე შეგიძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.tbilisiartfair.art

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...