0 4 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა ქეთი ჩოგოვაძემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ვენდის“ მსოფლიო ქსელის 200 გამორჩეულ მენეჯერთა შორის აღმოჩნდა, ვისი ყოველღიური საზრუნავიც მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნა და უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი მენიუს მომსახურების ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით შეთავაზებაა.  ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ საერთაშორისო ქსელის იმ მენეჯერებთან ერთად დააჯილდოვეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით „ვენდის“ რესტორნების  მართვის სტანდარტების დახვეწვასა და თანამშრომლების მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნვის მეთოდების სრულყოფაში. 

„ვენდის“ რესტორნების წამყვანი მენეჯერების დაჯილდვება ამერიკის შტატ ოჰაიოში, ქალაქ დუბლინში გაიმართულ კონფერენციაზე მოხდა. „ვენდის“ გლობალური ქსელის 6700-ზე მეტი რესტორნის მენეჯერიდან მხოლოდ 200 შეირჩა საერთაშორისო კომიტეტის მიერ, რომელთაც წამყვანი მენეჯერები მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისა და რესტორანში მათი ნაკადის ზრდის ტენდენციის საფუძველზე გამოავლინეს. დაჯიდოვებული მენეჯერებიდან 175 ა.შ,შ-დან, 15 კანადიდან და 10 სხვა ქვეყნიდან აღმოჩნდა. 

„ვენდის“ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვლენილი წამყვანი მენეჯერები „ვენდის“ რესტორნების მმართველი გუნდის მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ თბილისი მოლის რესტორანს მართავს. 

„გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარება, მოტივაციას  გვაძლევს, რომ მეტი ძალისხმევა გავიღოთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ მომხმარებლის მომსახურება, რაც საბოლოო ჯამში მათი კმაყოფილებისა და ნაკადის ზრდაზე აისახება. მეამაყება, რომ  საშუალება მომეცემა წარმოვჩენილიყავი „ვენდის“ მსოფლიოს ტოპ მემეჯერებთან ერთად და ამეღნიშნა საქართველოს „ვენდის“ რესტორნის წარმატება“, აცხადებს ქეთი ჩოგოვაძე, 

“ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერის საერთაშორისო აღიარება საამაყოა „ვისოლ ჯგუფისათვის”, რომელმაც ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში  2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით „ვენდი“ საქართველოში 10 რესტორნითაა წარმოდგენილი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში კი უკვე 2 წელია ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვა სთავაზობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...