1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს

4 აპრილი, 2019- საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში პირველი დეველოპერული პროექტი გაიხსნა. საქართველოში პირველი ორ-დონიანი მექანიზებული პარკინგი ქალაქში ავტოპარკინგის პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მრავალდონიანი მექანიზებული ავტოსადგომების შექმნა სრულად პასუხობს ქალაქში არსებულ გამოწვევებს. 

„საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე და ფინანსური პარტნიორი, როგორიც King David-ია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს   ეკონომიკურად გამართული პროექტების განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი პროექტები  უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.  King David-ის ეს პროექტი  მნიშვნელოვანია, რადგან  ქალაქში არსებულ პარკინგის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს, რაც ქალაქს მოძრაობის განტვირთვაში დაეხმარება. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსურ მონაწილეობას, კომპლექსის მშენებლობაში საქართველოს ბანკის  მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. 

აღსანიშნავია, რომ მრავალდონიანი მექანიზებული პარკინგი King David პირველი დეველოპერული პროექტია. King David -ის მრავალფუნქციური კომპლექსი აღჭურვილია 296 საპარკინგე ადგილით, მექანიზებული პარკინგის დამატების შემდეგ  კი ავტოპარკინგის საერთო რაოდენობა 605-ს მიაღწევს. King David 70 მლნ დოლარის ინვესტიციაა, რომელმაც თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა და 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს ჩაუყარა საფუძველი.
მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს A კლასის ბიზნეს ცენტრს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციულ ზონას და კვების ობიექტებს. ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი - KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 87% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი, მუშაობს იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და 120 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...