2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში „ბიბლუსი“ გაქურდეს

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე წიგნების მაღაზია "ბიბლუსი" გაქურდეს. ბოროტმოქმედებს წიგნები არ  წაუღიათ. მათ მაღაზიიდან სალაროში არსებული თანხა წაიღეს, რომლის რაოდენობაც ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც არასრულწლოვანია. ბოლო პერიოდში ბათუმში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა სწორედ არასრულწლოვნებს უკავშირდება.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

„კარს მინა ჰქონდა გატეხილი და სალაროში ჩვენ თანხა გვქონდა დატოვებული და დაგვხვდა ცარიელი. სხვა რამე არ აუღიათ. ზუსტად ათი წამის განმავლობაში ახდენს გატეხვას, უჯრის გაღებას და გავლას,“- აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი ნონა ლურსმანაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები