2 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა

თელავში შვილმა დედა დაჭრა. ახალგაზრდა გოგომ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაშავებულს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ბრალდებული გოგო პოლიციამ წუხელვე დააკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები