2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდ დიღომში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს - სისხლიანი გარჩევაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილებდა

სისხლიანი გარჩევა თბილისში - დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 18 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. პირველადი დახმარება დაშავებულს ადგილობრივმა აღმოუჩინა. მოზარდს სხეულზე დაზიანება ორ ადგილას ჰქონდა.

დაპირისპირება, რომელიც 18 წლის მოზარდის დაჭრით დასრულდა, პეტრიწის ქუჩის ოთხ ნომერთან დაიწყო. ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილებდა. ისინი ჯერ სიტყვიერად შეკამათდნენ, მას შემდეგ კი, რაც ჩხუბი ცენტრალურ გამზირზე ადგილობრივებისთვის შესამჩნევი გახდა, საქმის გარჩევა კორპუსების უკანა მხარეს, ბნელ ეზოში, ავტოფარეხებთან გააგრძელეს. კონფლიქტის მოტივი ამ დრომდე უცნობია.  

ჩხუბის შემდეგ სისხლის კვალი რამდენიმე ადგილას დარჩა. ცივი იარაღით დაჭრილი ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. დაზარალებულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. არის თუ არა სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა გარკვეული, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები