2 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ოთხ საათში ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ეს ოთხ საათში არ მოხდა, მათ რვა საათი ეძლევათ იმისთვის, რომ 8/4-ზე მიიღონ გადაწყვეტილება. თუკი, შემდეგ რვა საათშიც ვერ მოხდა ვერდიქტის გამოტანა ამ თანაფარდობით, კიდევ სამი საათი ეძლევათ კვლავ 8/4-ზე ვერდიქტის გამოსატანად.

თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება, მოსამართლე მათ გონივრულ ვადას აძლევს. ამ ვადაშიც თუ ვერ მოხდა ვერდიქტის გამოტანა, მოსამართლე მათ დაითხოვს და თავიდან მოხდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.

გამამტყუენებლი ვერდიქტის შემთხვევაში, სასჯელის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.

​სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში გასული წლის 4 ივლისს მოკლეს. მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები