1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკმა ტყის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნა

21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კიდევ ერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. მოხალისეებმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 2 ჰექტრის ფართობის ტერიტორია  უკვე მესამედ დაასუფთავეს.

პაშა ბანკმა აღნიშნული ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა 2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს აიღო, როცა ბანკი, ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას - „გარემოს გულისთვის" შეუერთდა. აღნიშნული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს წინასწარ „ნაშვილები“ ტერიტორიის პერიოდულად დასუფთავებას.

პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებს. 2018 წლის ბოლოს, ახალი წლის მისალოცად, ბანკის ინიციატივით, აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica)  და იმერული მუხა (Quercus Imeretina) დაირგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი.

 

 

პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:

 

2017 წლის დადგომის მისალოცად, კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად, დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;

 

2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ეზოში, კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;

 

2017 წ. - პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად, პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო, ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;

 

2017 წ. - პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ, 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;

 

2017 წლის აღდგომის მისალოცად  კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო.

 

2017 წლის გაზაფხულზე, სოფელ კონდოლში, პაშა ბანკის მხარდაჭერით, როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;

 

2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Georgia Today-სთან ერთად, პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...