2 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მამაკაცმა საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

ბაკურიანში მკვლელობა მოხდა. პირველი არხის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნეს.

„დაკავებულია 1999 წელს დაბადებული მამაკაცი. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.შსს–მ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები