1 8 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები