0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდეს - პოლიციამ 27 წლის მამაკაცი დააკავა

ჩამოტვირთვა

პოლიციამ  ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული თ.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული იმავე აპარატების საშუალებით ინტერნეტტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები