0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

უფულობის გამო პაციენტი ფსიქიატრიულში არ დაიტოვეს, რის შემდეგაც მან 14 წლის ბავშვი მოკლა - რა ხდება სერგენკოს რეფორმირებულ ჯანდაცვაში?

საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავის მერვე მიკრორაიონში. 29 წლის ბიძამ, ვალერ ირემაძემ 14 წლის ძმიშვილი მოკლა. 

ოჯახის წევრების და მეზობლების განცხადებით, მას გუშინ ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რის გამოც მეუღლე და შვილი სახლიდან წავიდნენ. გაერიდნენ.

მეზობლებმა და მეგობრებმა, 29 წლის მამაკაცი რუსთავის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა ურჩიეს რომ ვინაიდან მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეყვანათ. 

"მივიყვანეთ თბილისში, ნარკოლოგიურის გვერდით მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 

ვუთხარით რომ მას ჰქონდა ჰალუცინაციები, იყო აგრესიული და შეეძლო ზიანი მიეყენებინა სხვისთვის.

ექიმებმა ჩვენი მეგობარი შეამოწმეს, გასინჯეს, დარწმუნდნენ რომ მას ნამდვილად ჰქონდა ფსიქიკური  ხასიათის პრობლემები, თუმცა წინასწარ 3 ათასი ლარის გადახდა მოგვთხოვეს. 

ჩვენ ფული თან არ გვქონდა. ექიმებს ვუთხარით, დაიტოვეთ პაციენტი და ფულს შევაგროვებთ და ჩამოგიტანთთქო, თუმცა, უარი მივიღეთ. 

დღეს კი ასეთი ამბავი მოხდა. მან 14 წლის ძმიშვილი მოკლა, რომელიც პაპასთან სტუმრად იმყოფებოდა და ეს ამბავი არ მოხდებოდა გუშინ რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დარჩენილიყო", - აცხადებენ მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები და მეზობლები.

პაციენტი კვლავ სახლში დააბრუნეს, სადაც 14 წლის ძმიშვილი დახვდა სტუმრად. ბიძამ, ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე მოზარდი ჯერ დანით დაჩეხა, შემდეგ კი სისხლიანი ხელები ფანჯრიდან გადმოყო და მეზობლებს ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა. 

გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც კარის შემტვრევა სცადა, თუმცა 29 წლის მამაკაცი ფანჯრიდან ეზოში გადახტა და გაქცევა დააპირა, რა დროსაც დააკავეს.  

მოხდებოდა თუ არა, ეს საზარელი დანაშული ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაეტოვებინათ? 



ფსიქიატრიული საავადმყოფოს წარმომადგენლები კანონებსა და ბიუროკრატიას იშველიებენ და თავს იმართლებენ. 

თუმცა, ფაქტი ისაა რომ ჯანდაცვის მინისტრ სერგენკოს ე.წ რეფორმებმა, სისტემაში შექმნილმა ქაოსმა და დაუდევრობამ 14 წლის მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. 

29 წლის ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცის მეგობრებისა და ნათესავებისათვის რომ ექიმებს გუშინ 3 ათასი ლარის წინასწარ გადახდა არ მოეთხოვათ ან სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩარეულიყო, დღეს 14 წლის ბიჭი ცოცხალი იქნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...