0 4 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ზემო ფონიჭალაში რომ დედა-შვილი აფეთქდა გაზით, გახსოვთ? კალაძე რომ სლუკუნებდა…დღეს განაცხადა, ახლადაშენებული კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლას, მერიას დენი, გაზი და წყალი არ ეხებაო”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

"შარშან, 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში რომ დედა-შვილი აფეთქდა გაზით, გახსოვთ? კალაძე რომ სლუკუნებდა და ცრემლებს ყლაპავდა კამერების წინ, ის თუ გახსოვთ? მის ვარცხნილობაზე და ტუფლების ფერზე შეყვარებული ბრბო რომ აბღავლდა, ეს რა გულმოწყალე მერი გვყოლიაო, ის თუ მოიკითხეს, მერმა რამე გააკეთა იმისთვის, რომ მისი ქალაქის მაცხოვრებლების უსაფრთხოება ამმხრივ დაცული ყოფილიყო?!

დღეს განაცხადა, ახლადაშენებული კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლას, მერიას დენი, გაზი და წყალი არ ეხებაო. აბა, რა ეხება, კამერების წინ დაყენებული ტირილი და არმანის ტანსაცმელში კოპწიაობა?!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები