2 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველაფერს ნათელს მოვფენ!- ბესელიას პასუხი ივანიშვილს

ყველაფერს ნათელს მოვფენ!- ასე უპასუხა მმართველი გუნდის დეპუტატმა ეკა ბესელიამ, საკუთარი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. 

დღეს "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეკა ბესელიამ დაარღვია გუნდურობის პრინციპი და ასევე დარღვევებით დანიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გედევან ფოფხაძე. 

ასევე ივანიშვილის თქმით, ბესელიამ მოსამართლეთა არჩევის საკითხი გადადგომის მიზეზად დაასახელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროა. 

ეკა ბესელია ამბობს, რომ ყველაფერზე ორშაბათს ისაუბრებს. 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხდება.

“რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!!

მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება“, - განაცხადა ბესელიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები