2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციის საკითხი ისევ წამოჭრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი უკმაყოფილება პარტიის ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა.

ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის გუშინდელ სხდომაზე წამოჭრა, სწორედ „კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი იყო. სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ამასთან, წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საექსპორტო მიზნებისთვის ქვეყანაში კანაფის კულტივაციის დაწყებას ითვალისწინებდა, მთავრობამ პარლამენტიდან ოქტომბრის ბოლოს გაიწვია.

პროექტის გაწვევას წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიასსაქართველოს კათოლიკოსს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვყნებიდენ მალევე მოხდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები