2 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციისთვის ცნობილია, ამ დრომდე ეძებენ. 

სოციალურ მედიაში სავარაუდო თავდამსხმელის ფოტოც გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ ეჭვმიტანილი 1989 წელს დაბადებული შერიფ შექათია.

BBC-ი იტყობინება, რომ მომხდარის გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ხოლო საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა. 

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა გუშინ მოხდა. უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც დაიხურა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები