0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

,,ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს შვილის თანდასწრებით თავისა და მკლავის არეში მუშტი დაარტყა" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ნ.ი. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ი. ერთი წლის მანძილზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. 2018 წლის 18 ივლისს, ნ.ი-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ი.ი.-ს შვილის თანდასწრებით თავისა და მკლავის არეში მუშტი დაარტყა.
სამართალდამცველებმა ნ.ი. 2018 წლის 20 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები