1 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ზურაშამ“ აჩი ფურცელაძის ყოფილ ცოლზე იქორწინა – „შავგვრემანები უფრო მხიბლავს“

„ჩემი ცოლის დაქალების“ „ზურაშა“ დაქორწინდა. 32 წლის ირაკლი ჩხიკვიშვილმა ბედი აჩი ფურცელაძის ყოფილ ცოლს, გაია ხაჩიძეს დაუკავშირა. გაია და აჩი 5 წელი იყვნენ ქორწინებაში. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ ოფიციალურად იქორწინეს და განქორწინდნენ. აჩი ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ ყვებოდა, თუ როგორი ეჭვიანი მისი მეუღლე, როგორ დაუჭრა ტანსაცმელები და როგორ ისტერიკებს აწყობდა სახლში. როგორც ჩანს, წყვილმა საბოლოოდ ერთად ცხოვრება ვერ შეძლო, რადგან გაიას ცხოვრებაში სიყვარულის სხვა ობიექტი გაჩნდა.

ირაკლი პროფესიით მსახიობი არაა და „ჩემი ცოლის დაქალების“ გარდა არსად უთამაშია. მისი გატაცებების ჩამონათვალში არის: წერა, თხილამურები, სპორტი.

„ქალს შარმი უნდა ჰქონდეს. ქერები ნაკლებად მომწონს. შავგვრემანები უფრო მხიბლავს“, – ვკითხულობთ მის ერთ-ერთ ინტერვიუში.

შავგვრემანმა გაია ხაჩიძემ ირაკლის მოხიბვლა მოახერხა. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს სოციალურ ქსელში.

primetime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები