0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა..."- რას ყვება 16 წლის გოგონას დედა

სოფელ ნატანებში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო.

მოზარდის დედა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ნატას უბედური დედა გპასუხობთ ხალხო... მე არც გული, არც ენერგია მაქვს ყველას გიპასუხოთ, მაგრამ ყველა თქვენთაგანის კომენტარს ვკითხულობ მაშინ, როცა ყველას ტკბილი ძილით გძინავთ! დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი უსაზღვრო ტკივილი გაიზიარა, ასეთი ძალიან ბევრი ხართ. არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ , ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა... არ ვიცი რატომ არ გამენდო მე მის დედას, მე მის მეგობარს, მე მის სათაყვანოს... რატომ არ უთხრა მისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს.... 

მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ თორემ,არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა... ის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი იყო და ეს კარგად იცოდა... ნუ ილაპარაკებთ ჩვენს დედაშვილობაზე, თუკი არ გვიცნობთ! მე თქვენთან ბრძოლის თავი არ მაქვს, ვისაც შეგწევთ ძალა დამეხმარეთ და ნატას სულის გადარჩენაზე ლოცვაში დამეხმარეთ. ის ჩემი ანგელოზი იყო და იცოდეთ უამრავი ადამიანი იხსნა მსგავსი გასაჭირიდან..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები