0 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ზუზუ თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას.. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები, დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე"

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

"ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ. თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები, დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე. 

ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი “პრობლემების” ფონზე, სხვისი სირთულეებისთვის ვერ მოვიცალეთ. ჰოდა, თუ დახმარებას გთხოვთ, ჩემი პოსტები არ გაატაროთ და არ მომცეთ სიკვდილის უფლება. აქ, ფოტო უნდა იდოს, გატეხილი გულით, ცრემლით, მაგრამ მირჩევნია იდოს ჩემი ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა,"-წერს ჟორჟოლიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები