0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მერამდენე ქალი უნდა გაიწიროს ამ სამშობიარო "ნინო"-ში? ალბათ გახსოვთ ტამპონი რომ ჩამიტოვა ექიმმა!"

თბილისში სამშობიარო სახლ "ნინოში" 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის სოფიო კლერტიაშვილი, რომელსაც ამავე კლინიკაში ცოტა ხნის წინ 50-სანტიმეტრიანი ტამპონი ჩაუტოვეს და ძლივს გადარჩა: 

"მერამდენე უნდა გაიწიროს ამ კლინიკა "ნინო"-ში. ალბათ გახსოვთ ჩემი ამბავი, "რუსთავი-2"-მა რომ გააშუქა, ტამპონი რომ ჩამიტოვა ექიმმა! არ იყო საკმარისი, რომ გაგეგოთ რა ხდება მანდ?! სანამ საწყალი გოგო არ დაღუპეს... რა ეშველება იმ ორ ობოლს, დედა რომ მოუკლეს?!"

საკეისრო კვეთის დროს სოფიო კლერტიაშვილს ექიმმა ეკა გაგუამ მუცელში 50-სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი ჩაუტოვა. პაციენტმა ოპერაციიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ გაიგო, რომ უცხო სხეულს ატარებდა. ახალგაზრდა ქალს ექიმის შეცდომის გამო შინაგანი ორგანოები დაუჩირქდა და პერიტონიტი განუვითარდა. ახალგაზრდა ქალმა საკეისრო კვეთა კერძო კლინიკა "ნინოში" გაიკეთა. კლერტიაშვილის თქმით, მეან-გინეკოლოგმა, ეკა გაგუამ ოპერაციიდან მეორე დღეს ძლიერი ტკივილითა და მაღალი სიცხით საავადმყოფოდან პაციენტი ისე გამოწერა, რომ არც კი უნახავს.

საკეისრო კვეთიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ სოფიო კლერტიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ცენტრში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სწორედ ამ ოპერაციის დროს აღმოუჩინეს ახალგაზრდა დედას მუცელში ჩატოვებული 50 სანტიმეტრიანი მარლის ტამპონი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა. 

სამშობიარო კლინიკის დირექტორი, მთავარი ექიმისა და მეანგინეკოლოგი ეკა გაგუას დედა, ნინო კაკულია ამტკიცებს, რომ ექიმ შვილს შეცდომა არ დაუშვია და პაციენტი ცოცხალია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები