0 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს და ამტკიცებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო; რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა…"

ჟურნალისტი ვახო სანაია facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

მგონი საჭიროა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტოთ, რატომაა კატასტროფულად სახიფათო ფრაზა – "ომი საქართველოს დაიწყო”

ანუ რა გამოდის – ჩვენ თავს დავესხით ჩვენს რეგიონს, დავბომბეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ვესროლეთ იქ მყოფ რუს "სამშვიდობოებს”, შემდეგ კი რუსეთი შემოვიდა, აგრესორი საქართველო შეაჩერა და დაიცვა ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა ამ აგრესორისგან.

ანუ რა გამოდის – საქართველო აგრესორია, რომელიც თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობასა და პატარა დაუცველ რეგიონს.

ანუ რა გამოდის – რუსეთი სწორად მოიქცა, როცა საქართველოში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. სწორად მოიქცა ამის შემდეგაც, როცა დაუცველი რეგიონები აღიარა, რადგან სხვა გზა არ არსებობდა, რადგან აღიარების გარეშე მის დაცვას ვერ შეძლებდა და ასე უნდა მოიქცეს მთელი მსოფლიო.

ანუ რა გამოდის – აღიარება სწორი იყო, რადგან აგრესორები ვართ და ამ ორი რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება მხოლოდ აღიარებით მიიღწევა.

ანუ რა გამოდის – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უნდა დავემშვიდობოთ. როცა ჩვენ თვითონ ვამბობთ ფრაზას – "ომი საქართველომ დაიწყო”, სინამდვილეში ვამბობთ უარს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს და ამტკიცებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო; რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა…ჩვენთან კი ვიღაცები ჯერ კიდევ ამტკიცებენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

P.S.

08.08.08. ლამაზად იკითხება, მაგრამ რუსული თარიღია და ზუსტად ჯდება იმ სცენარში, რაც ზემოთ დავწერე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები