1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

კოტე მათითაშვილი ქართველ დიზაინერზეა შეყვარებული – ვინ არის პოპულარული ქართველი ექიმის რჩეული ქალი

ექიმი, კოტე მათითაშვილი და დიზაინერი, ეკა ბალანჩივაძე სიყვარულს აღარ მალავენ. წყვილი ოთხი თვეა ერთად არის. სოციალურ ქსელში მათი ფოტოებიც დიდ მოწონებას იმსახურებს. ულამაზეს ეკას შოუბიზნესურ წრეებში მაკა ასათიანს ამსგავსებენ. როგორც ჩანს, ექიმმაც ვერ გაუძლო მის სილამაზეს და… დანარჩებს ეკა თავად გიამბობთ.

ეკა ბალანჩივაძე:

– თავიდანვე გეტყვი, რომ ცუდი რესპონდენტი ვიქნები (იცინის)… დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. არც მახსოვს სად გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი დაახლოვება ერთმა ნახატმა გამოწვია, 4 თვის წინ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ორივე ვხატავთ ზოგადად… მთავარი ისაა, რომ ბედნიერი ვარ. ყველაზე პოზიტიური, მხიარული და ნიჭიერი ადამიანი მყავს გვერდით. ყველაზე კეთილია, ვისაც კი ვიცნობთ.

– რამდენადაც ვიცი, მანამდე ორივეს გყავდათ ოჯახი…

– კი, მეც პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი მყავს და კოტესაც ორი ბიჭი ჰყავს.

– რას აპირებთ?

– ერთად ყოფნას მთელი ცხოვრება.

– ტრადიციული ქართული ქორწილი იქნება, ნიშნობითა და თეთრი კაბით?

– ვფიქრობთ მაგაზე, არ ვიცი, ტრადიციული იქნება თუ არატრადიციული. ჯერ არ ვიგეგმებით. მთავარია, რომ ერთად ყოფნა დავგეგმეთ. პატარა ბავშვივით ვარ, მგონია თინეიჯერობის ასაკში დავბრუნდი (იცინის).

– შენ ხომ არ აღმოჩნდი კოტეს ოჯახის დანგრევის მიზეზი?

– არა, რას ამბობ! 4 წელია დაშორებულია მეუღლეს. ჩემამდე სხვა ისტორიაც ჰქონდა. ასე რომ, მე არაფერშუაში არ ვარ (იცინის).

– გეგმავთ ერთად დასვენებას?

– შვებულებებს ავიღებთ თუ არა, დავისვენებთ.

primetime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები