0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ცოლიანმა შეაცდინა ეს სოფლელი გოგო…“ – სამშობიაროში დატოვებული ბავშვის ამბავი

ია ყაფლანიშვილი წერს სოციალურ პრობლემაზე, რომელიც ბევრს ეხება საქართველოში.

"ბავშვი იშვილა ახლობელმა ოჯახმა, ორიოდე წლის წინ. 18 წელი ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს. სამშობიაროშივე მორიგდნენ.
ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.

დედა 23 წლის გოგო ყოფილა. ძმები და მამა არ მაცოცხლებენო, დედამაც არ იცისო. თბილისში ვმუშაობდი და ჩემი ორსულობა არც უნახიათო…
არავის არ განვსჯი, მეც გოგოს პატრონი ვარ, მაგრამ მაინც შოკი მაქვს, დედას რატომ ვერ უნდა გაუმხილო ასეთი რამ?
ესეთ ბავშვებს არ ტოვებენ, ჯამრთელი, ულამაზესი და ძალიან გონიერია.
ნამდვილი მამა ეხმარებოდა საბუთების გაფორმებაში. ცოლიანი ბიჭი იყო და შეაცდინა ეს სოფლელი გოგო. მერე საქმეს ფარცხავდა გულდაგულ.

ღმერთმა იცის დანარჩენი, მე რა შემიძლია?
ეკლესიაში რომ დატოვა ჩვილი, იმ ქალის ამბავმა გამახსენა…“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები