0 6 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მაქვს ინფორმაცია, რომ ავტომობილში მესამე პირი იჯდა...იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში - ირაკლი ნოზაძის დაჭრის ახალი დეტალები

ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ის მძიმედ დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სამართლდამცველებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს ქუჩის ბიჭების სოლისტის პირადი ავტომობილი, სადაც სავარაუდოდ სისხლის კვალი აღმოჩნდა.

ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ღუდუშაურის კლინიკასთან მისი ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებიან.

როგორც ნოზაძის მეგობარი, ზურა ხაჩიძე ამბობს, მასაც აქვს ინფორმაცია, რომ ავტომობილში მესამე პირიც იჯდა. გოგონები კი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

„მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მესამე პირიც იმყოფებოდა მანქანაში. იმ სახლთან გარე პერიმეტრის კამერები არის,სათვალთვალო. ალბათ სამართალდამცველებს ამოღებული აქვთ კამერების ჩანაწერები და შესაბამისად ყველა ერთად დაველოდოთ გამოძიებას და რას გვაჩვენებს გამოძიების სურათი მივყვეთ შესაბამისად.

ეს გოგონები, რასაც მეუბნებიან მეზობლები, არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში, ეს იყო თრობით მიღებული, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ ვერ გეტყვით. არც ერთ გოგონას არ ვიცნობ და მით უმეტეს ის ბიჭი, რომელიც მანქანაში იჯდა. თუ ბიჭია ისიც, ეგეც გასარკვევია“- ამბობს ზურაბ ხაჩიძე.

შს სამინისტრო არ ადასტურებს დანაშაულში მესამე პირის მონაწილეობას. უწყება მხოლოდ ორ ქალს ეძებს. გამოძიება საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს დაჭრეს. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები