0 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როცა მუსიკის გზით ვსაუბრობ, სრულად შეურაცხადი ვხდები"- რას წერს სოფო ბათილაშვილი გამარჯვების შემდეგ

სოფო ბათილაშვილი  "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული გახდა. გამარჯვების შემდეგ, მომღერალი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მუდამ მუსიკოსობა მინდოდა,სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა.სხვადასხვა ჟანრების გაცნობა და მორგება ჩემს ჰობად იქცა,მინდოდა ყველა ჟანრში მეცადა თავი,ხან ერთს ვსწავლობდი,ხან მეორეს,იმიტომ რომ მხოლოდ ერთი არასდროს მყოფნიდა,თითქოს ყველაფერი ერთად მჭირდებოდა და მჭირდება,ეს ძალიან ჰგავს წყურვილის დაუსრულებელ მოთხოვნილებას... 

თითქმის ყველა მეუნებოდა, მშიერი დარჩები,თუ რამე სხვაც არ ისწავლეო,ალბათ გარდატეხის ასაკში ამან ამიცრუა გული იმ ქვეყანაზე, რომელშიც ვცხოვრობდი,ამიტომ,ჩემს ოცნებად იქცა აქედან გაქცევა .ინგლისური ენა კარგად შევისწავლე და ინგლისურენოვან სიმღერებში დავიწყე გამოსავლის ძებნა...რამდენიმე წელში მეტი განათლება მივიღე,გავიზარდე,ეს სიძულვილის ფაზა გადავლახე და მოვლენებისთვის სხვაგვარად შეხედვა დავიწყე,მივხვდი,რომ თუ წავალ,სამუდამოდ გადავცხოვრდები,ბედნიერი ვერ ვიქნები,ზუსტად იმიტომ,რომ გავიქეცი,გავექეცი პასუხისმგებლობას,რომელიც თავის დროზე ვერ გავიაზრე...ვფიქრობდი ხოლმე,აქ რატომ დავიბადე მეთქი,სხვაგან ხომ ყველაფერი ბევრად მარტივად მექნებოდა,ვიშრომებდი და პროპორციულადვე მექნებოდა სასურველი,ეგ შეიძლება მართლაც ეგრეა,მაგრამ ახლა ვხვდები აქ რატომაც დავიბადე,ახლა ვხვდები რა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ქვეყნის წინაშე,ახლა დაახლოებითი წარმოდგენა მაქვს,თუ რისი გაკეთება შემიძლია და მინდა ჩვენი საქართველოსთვის...

მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის,ვინც ჩემი უდიდესი სურვილების ახდენაში მონაწილეობა მიიღო,მე განათლებას მივიღებ იმ სასწავლებელში,რომელიც მიუღწეველი იყო,ფინანსური საკითხების გამო.დავესწრები ბიონსეს კონცერტს და აუცილებლად ჩემთან ერთად წავიყვან იმ ადამიანს,რომელსაც მემგონი ბიონსე ჩემზე მეტად უყვარს,ათეულის წევრს,უნიჭიერეს მომღერალს,ჩემს ქრისტინე ჯაფარიძეს , რომელიც სამწუხაროდ ძალიან ადრე გამოეთიშა პროექტს...

ვეცდები თავი არ შეგაწყინოთ,უბრალოდ ვერ მოვისვენებ თუ ჩემს მადლიერებას არ გამოვხატავ გენიალური მუსიკოსების მიმართ,მე ბედნიერი ვარ,რომ მათთან მუშაობის საშუალება მომეცა... ჩემს მადლიერებას გამოვხატავ რუსთავი 2 - ის და მისი მთელი შემოქმედებითი ჯგუფების მიმართ,იმისთვის რომ ბევრი სიყვარული მაჩუქეს,ძალიან მეგობრად მიმიღეს...

მადლიერება მინდა გამოვხატო ჟიურის წევრების მიმართ! მე უზომოდ მიყვარს და ვაფასებ თითოეულ ადამიანს,რომელმაც მოტივაცია მომცა,რომელმაც მომიწონა ან ჯანსაღად გამიკრიტიკა ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი მუსიკაში. მე მუსიკისთვის დავიბადე,მინდა თუ არ მინდა,ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეგ,სხვანაირად არ შემიძლია,შიგნიდან არ მასვენებს და ყველაფერს ხეთქავს...როცა მუსიკის გზით ვსაუბრობ,სრულად შეურაცხადი ვხდები,რაც ცოტა სასაცილოა ალბათ,მაგრამ ესაა ის საკომუნიკაციო ენა,რომლითაც ჩემი იდეების სრულად გადმოცემა შემიძლია...ჩემი გული და ტვინი ანთებულია, მადლიერია ადამიანების,რომლებლმაც მათთვის ნაცნობი თუ სრულიად უცხო მიმიღეს,შემიყვარეს და ამდენჯერ,ამდენი დამირეკეს. 

ისტორიული პროექტის პირველი,ცინცხალი სეზონის მონაწილე და გამარჯვებული გავხდი,თუმცა ეს ის შემთხვევა მინდა იყოს,როცა ფინალი და გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ტრამპლინია,რომელმაც უნდა აგტყორცნოს იქ,სადაც სხვა ტრამპლინებისაკენ მიმავალი გზა იწყება..ადამიანად მოვედი ამ პროექტში, არაფერი მქონდა გულში მუსიკის,სიყვარულის და თავში ჩემი სამყაროს გარდა. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი არაა,ეს გამარჯვება თქვენია - ოჯახის,მეგობრების,ჩემი გულშემატკივრების,ჩემთვის ძვირფასი ადამიანების, და უბრალოდ მათი,ვისაც მოტივაცია სჭირდებოდა. ბევრი უარის და იმედგაცრუების შედეგია ეს ყველაფერი,როცა თავადაც არ გჯერა საკუთარი თავის,უსმინე წრფელ გულს,უსმინე ტვინს,უსმინე სხეულს,ნუ შეგრცხვება საკუთარი თავის,ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ყველაფერი მიღწევადია,არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. მიყვარხართ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები