0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„გეუბნებიან, როგორ არ ეჭვიანობო...“ - პეტრე კოლხი ცოლს მიმართავს

მამა პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი, ცოლს საჯაროდ უხსნის სიყვარულს. მის ვრცელ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"კოლხურ უხერხულობას მინდა გადავაბიჯო და ვთქვა ის, რასაც ძილშიც ვფიქრობ, მაგრამ ხშირად არ ვამბობ...

შენც იცი, ოღონდ უკეთესად მინდა იცოდე... არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა... რასაც აქამდე მოვყავარ და მიმაჯაჭვა, შენი სიყვარულია... არც თუ ისე ცოტა ხანია ერთად ვართ. ამ ხნის მანძილზე ბევრი იყო გაბრაზება, გულისწყრომა, კამათი, გაბუტვა, მაგრამ ზღურბლს ვერც ერთი გადაცდა... 
არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში. მხოლოდ შენს თვალებს შერჩენილი უსასრულობით შემიძლია იქაურ უმნიშვნელო "შუკაზეც" ვისაუბრო... თვალების სიმწვანეში დღემდე დაფრინავენ თოლიები, დაცურავენ კელასურის ოქროს თევზები, ღელავენ პალმები და მაგნოლიები... ეს ყველაფერი კი მეტია, ვიდრე ენგურს გაღმა დარჩენილი კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა. 
13 სექტემბერს დაიბადე, მაგრამ ჩემთვის წუთში ათასჯერ იბადები. ზოგჯერ ნერვებიც მეშლება, ბოლომდე რომ ვერ ამოგხსენი და გაგიცანი... არც არის საჭირო...
ყოველი თვის მეცამეტე დღეს მთაწმინდაზე, ნინო ჭავჭავაძის საფლავთან ვხვდებოდით... ეს იყო ჩვენი შერიგება-განშორების და ისევ შეხვედრის სადგური... 
თუ ვინმეს წინაშე ბოდიში მაქვს მოსახდელი და პატიება სათქმელი - შენ ხარ, რადგან ხშირი "მოუცლელობის" გამო ყურადღება დაგაკელი... ისიც ვიცი, გეუბნებიან, როგორ არ ეჭვიანობ, მუდამ გარეთ არისო... გეუბნებიან იმასაც, სასულიერო პირია და მშვიდად ალბათ ამიტომაც ხარო!.. შენ ყველაზე უკეთ იცი, შენი სიმშვიდის მიზეზი არა რეგალიები, არამედ ჩემი მარადიული სიყვარულია... 
ყველაფერს გჩუქნი, რაც მაბადია... 
პირველად რომ მითხარი და მერე გეუხერხულა, იმ სიტყვებს გიბრუნებ - "მიყვარხარ! ისე კი არა, ისე, უბრალოდ"!.. -  წერს პეტრე კოლხი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები