1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"ბასიანიდან" გასული გოგონა „მეფედრონის“ მოხმარების შედეგად გარდაიცვალა - რას ყვება კლუბის მფლობელი

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, სავარუდოდ, ნარკოტიკული საშუალების „მეფედრონის“ მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა შაბათს, გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამნიტროში გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებსა და ვერსიებზე უწყება არ საუბრობს.

გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ გოგონა კლუბ „ბასიანში“ იმყოფებოდა, საიდანაც ის  სახლში წავიდა, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ გარდაცვალებამდე მან ნარკოტიკი, რომელსაც ე.წ. მარილითაც მოიხსენიებენ, კლუბში ყოფნისას მიიღო.

თავად კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენელი, აცხადებს, რომ კლუბში ცუდად არავინ გამხდარა და არც სასწრაფო გამოუძახებიათ.

რაც შეეხება თავად მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, კლუბის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემა არსებულ ნარკოპოლიტიკაშია და პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას ეკისრება.

„ბასიანზე გარდაცვალების ფაქტი არ მომხდარა ჩვენ არც სასწრაფო გამოგვიძახებია ამ ვიკენდზე. არსებითი მნიშვნელობა არც აქვს სად მოხდა კლუბში, აეროპორტში თუ მატარებლის სადგურზე ფაქტია, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, ნარკოპოლიტიკის ცვლილება დაგვიანებულია, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ასეთ დღეში არიან,“ –ამბობს კლუბ „ბასიანის“ მფლობელი, ზვიად გელბახიანი.

http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები