1 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მავნებელი პრეზიდენტი ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას" – მარგველაშვილი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება

  საქართველოს პრეზიდენტი,  გიორგი მარგველაშვილი  შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის ბრალდებებს ეხმაურება. 

პრეზიდენტი შს სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსხვერპლმა გახარია უწყებას საფრთხის შესახებ აცნობა.

“ეს არის შავი პროპაგანდა. ბოლოს უკვე ისე იყო, რომ მავნებელი პრეზიდენტი ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს ტექსტები, მე არ ვიცი ვინ წერდა, პირდაპირ „НКВД" ს პრესსამსახურის ვინმე ნარჩენი იყო, რომელიც ამ ტექსტებში ცდილობდა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემები მიეწოდებინა თუ არა, მაგრამ X ადამიანი იყო შეწყალებული 2 წლის წინ, 6 თვე მოაკლდა სასჯელიდან, დიდი ხანია გამოსული იქნებოდა, მსხვერპლი მიდის პოლიციაში და ამბობს, რომ მე მოკვლას მიპირებენ, გადის პოლიციის განყოფილებიდან და ამ ადამიანს კლავენ და დამნაშავე არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, როდესაც ორი წლის წინ, უნდა რაღაც განეჭვრიტა,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. 

„ამ პიარ ომში კომიკურად გამოვიდა, რომ თურმე შს სამინისტრო რაღაცა მასალას ამუშავებს, რაღაცა სტატისტიკა აქვს, მე არ მეუბნებიან ამის თაობაზე. სტრუქტურა, რომელიც ვალდებულებაც არის, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს უკეთესი კრიმინოგენული ვითარებისთვის, პრეზიდენტს არ უზიარებს ამ სტატისტიკას და მე კითხვა მიჩნდება რას ნიშნავს ეს. მე რა შს სამინისტროსგან დაკვირვების და დამუშავების რეჟიმში ვარ? თუ შენ რაღაც ინფორმაციას ფლობ, მე რატომ არ მიზიარებ?,"-განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები