2 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგა კვენეტაძის მეუღლეს, მარიანა კარამოვას, ლეიკემია აღმოაჩნდა

მომღერალი და სიმღერების ავტორი გიგა კვენეტაძე 10 წელია მოსკოვში ცხოვრობს. ჰყავს ერთი ვაჟი და ეროვნებით რუსი ცოლი, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. გიგას და მარიანას ოჯახი წელიწადნახევრის წინ მძიმე განსაცდელის წინ აღმოჩნდნენ. მარიანას ლეიკემია აღმოაჩნდა.

ამის შესახებ გიგა კვენეტაძე ჟურნალ სარკესთან საუბრობს.
– ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია. სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებთ გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ ისე გადავლახეთ, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს.

ჩემს მეუღლეს ლეიკემია აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.

დიაგნოზი წელიწადნახევრის წინ დადგინდა. როდესაც საქართველოში ჩამოვედით, შემთხვევით შევიტყვეთ და სამ დღეში გამოვბრუნდით.

ახლა ყველაფერი კარგადაა. მარიანას გადაადგილება შეუძლია, მაგრამ 1 და 2 წელი არ ეყოფა იმისთვის, რომ ადამიანი დაბრუნდეს იმ ეტაპზე, რასაც სრულიად ჯანმრთელი ჰქვია, — ამბობს გიგა.

წყარო :  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები