1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შიდა ქართლის რეგიონში,  ოთხი ერთეული ყალბი  აშშ ასდოლარიანი კუპიურა გაასაღა.

დაკავებისას, ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები