1 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ჩვეულებრივი, დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ" - რას ჰყვება ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული ლ.გ. დააკავა.  ახალგაზრდამ ანა ნაცვლიშვილის ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა შურისძიების მოტივით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ უკვე დაკითხა მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები. როგორც დაკითხვის შემდეგ ლ.გ-ს მეგობარმა ნიკოლოზ ქიტუაშვილმა აღნიშნა, ანას და ლ.გ-ს დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ და მასთან რაიმე კონფლიქტის შესახებ არც ერთს არაფერი უთქვამს. ქიტუაშვილს უჭირს იმაზე საუბარი, იყო თუ არა მკლელობის მოტივი შურისძიება. 

"მოვყევი რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, რომ ჩემმა ჩვენებამ რამე შეცვალოს. ვერანაირ დასკვანს ვერ გავაკეთებ. ჩვეულებრივი დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ, ჩემთან არეული ურთიერთობის შესახებ არაფერი უხსენებია", - განაცხადა მკლელობაში ბრალდებულის მეგობარმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები